რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოდან სამშობლოშია ექსტრადირებული

ექსტრადირებულების მიერ საზღვრის გადაკვეთა, კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულ შტაბთან იყო შეთანხმებული.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით საქართველომ რუსეთში სამი მოქალაქის ექსტრადირება განახორციელა, რომლებიც ბრალდებული არიან მკვლელობაში, ნარკოტიკების შენახვასა და ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში, ნათქვამია რუსული უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა თეიმურ გარიბოვის, მაქსიმ ფატეევისა და კურბან ომაროვის რუსეთში ექსტრადირება მოახდინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით

უწყების ინფორმაციით, გარიბოვი ბრალდებულია 2013 წელს ქალის მკვლელობაში. ქალის ცხედარი ტყეში წაიღეს და დაწვეს. მკვლელობისთვის გარიბოვმა თანამონაწილეს ორი საქორწინო ბეჭედი გადაუხადა.

ფატეევი ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვაში, ხოლო ომაროვი – ჯანმრთელობისთვის საშუალო სიმძიმის ზიანის განზრახ მიყენების ხელშეწყობაში.

დამნაშავეები მიიმალნენ, ამიტომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2019 წლის აგვისტოში დადგინდა, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რუსეთის გენპროკურატურამ უცხოელ კოლეგებს მათი გადაცემა სთხოვა. თხოვნა დაკმაყოფილდა.

იუსტიციის სამინისტრომ ძმები გლუშკოვების რუსეთში ექსტრადიცია დაადასტურა>>

ექსტრადირებულების მიერ საზღვრის გადაკვეთა, კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულ შტაბთან იყო შეთანხმებული. გარიბოვი, ფატეევი და ომაროვი რუსეთში სპეციალური ესკორტის თანხლებით გადაიყვანეს, აღნიშნულია განცხადებაში.