თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საზოგადოებას წიგნების ჩუქების დღის ფარგლებში შემეცნებით გამოწვევა-კონკურსს - "გაგვაცანი საქართველო" სთავაზობს.
იმისთვის, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, მსურველებმა ფოტო უნდა გადაუღონ ეზოს, აივანს, სოფელს, ქალაქს, აღნიშნონ გადაღების ადგილი და განათავსონ კეკელიძის სტატუსის კომენტარებში.
„23 აპრილს, შუაღამის 12 საათამდე პირველი სამი საუკეთესო (მოწონებების რაოდენობით) მიიღებს ბიბლუსის წიგნის ვაუჩერებს. მთავარი კი საქართველოს უკეთ გაცნობაა და გახსოვდეთ ისიც, რომ ოცდასამში, თქვენს გვერდზე უნდა დადოთ წიგნის გარეკანი, რომელსაც თქვენს მეგობარს აჩუქებთ "კორონას შემდეგ", - წერს გიორგი კეკელიძე.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკეკლიძის ინიციატივით წიგნის ჩუქების დღე 2019 წლის 23 აპრილს დაწესდა.
კეკელიძის იდეას არაერთი მხრადამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის, უმსხვილესი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, ასობით სკოლა და ბიბლიოთეკა, ხუთი ქვეყნის საელჩო (აშშ-ის, საფრანგეთის, ავსტრიის, იტალიის, შვეიცარიის, უკრაინის).