COVID-19 - ბოლო ცნობები

საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები აპრილის ბოლოს საქართველოში – ფრენების განრიგი

ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინში მოთავსდება.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. აპრილის მესამე დეკადაში სამშობლოში ჩარტერული რეისებით დაბრუნებას შეძლებენ იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 20 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთიდან ჩამოჰყავს.

აპრილის ბოლო დეკადის რეისების ცხრილი

თარიღიმიმართულებაავიაკომპანია
21 აპრილირომი–თბილისიGeorgian Airways
24 აპრილიბარსელონა–თბილისიGeorgian Airways
27 აპრილივარშავა–თბილისიGeorgian Airways
30 აპრილიმადრიდი–თბილისიGeorgian Airways
2 მაისიპრაღა–თბილისიGeorgian Airways
ბილეთები ფრენამდე ორი დღით ადრე გაიყიდება. ბილეთის ფასი 199 ევროა. ფრენები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით შესრულდება.
საქართველოში ჩამოსული მგზავრები სავალდებულო 14-დღიან კარანტინში მოთავსდებიან.