მსოფლიო დღეს

ესპანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე მეტად ძებნილი ტერორისტი დააკავეს

დაკავებული ბოევიკის სახელს არ აკონკრეტებენ. პოლიციის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტი ეროვნებით ეგვიპტელია.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად ძებნილი ტერორისტი დააკავა. 

ტერორისტების ახალი ლიდერის ადგილსამყოფელი ცნობილია, გარეგნობა - არა: მიმდინარეობს ძებნა

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტმა რამდენიმე წელი გაატარა სირიისა და ერაყის საომარი მოქმედებების ზონებში.

ბოევიკის სახელს არ აკონკრეტებენ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ეროვნებით ეგვიპტელია.

ირკვევა, რომ ტერორისტი, რომელმაც ესპანეთში ჩრდილოეთ აფრიკიდან შეაღწია, ალმერიაში დააკავეს ორ სხვა ადამიანთან ერთად. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა, აქვთ თუ არა კავშირი ამ უკანასკნელებს ტერორისტულ დაჯგუფებასთან.