COVID-19 - ბოლო ცნობები

ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის ვადა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 17 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოში ავტომობილების მოძრაობა 27 აპრილიდან აღდგება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 17 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილებაზე აკრძალვა კვირის ბოლომდე, ანუ 27 აპრილამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას კარგად ესმის იმ ადამიანების უკმაყოფილება, ვინც ქუჩაში ავტომობილით მოძრაობს.

„მაგრამ შეგახსენებთ, რომ შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვისი საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ნებადართულია“, – დასძინა მან.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სატვირთო ავტომობილებს, დისტრიბუციისა და მიწოდების სერვისებს, ასევე საჯარო სამსახურის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს, რომელთაც სპეციალური საშვი აქვთ.