ზემო სვანეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, მკვლელი იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის. მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში, სოფელ ჟაბეშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

„ჩემი სილამაზე აღარ მყავს... მომიკლეს!“ - თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი

სროლის შედეგად ერთი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები ხორციელდება.

ნიკა ლატარია