ყვითელი ამბები

„ჩემი სილამაზე აღარ მყავს... მომიკლეს!“ - თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში დედის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. მომღერალი თიკა მახალდიანი, რომელსაც გუშინ დედა ტრაგიკულად დაეღუპა, სოციალურ ქსელში დედის ფოტოს აქვეყნებს.

თიკა მახალდიანის 50 წლის დედა გუშინ, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

„ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯდა...“ - ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელოდება.

აღ­ნიშ­ნულ სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს სსკ-ის 116-ე მუხ­ლი, რაც გუ­ლის­ხობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.