ყვითელი ამბები

„ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯდა...“ - ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

ბრმა ტყვიით ქალის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ცნობილი ქართველი მომღერლის დედაა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ს გამზირზე გუ­შინ მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის დედა თა­მუ­ნა ან­თე­ლა­ვა ემსხვერ­პლა. ქალი ოჯახ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ბინაში, მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ბრმა ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა. ინფორმაციას Imedinews ავრცელებს.

შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში ქა­ლის მე­უღ­ლე, შვი­ლი და დედა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი სახლში, ტელევიზორთან იჯდა.

„ალ­ბათ მთვრალ­მა გა­ის­რო­ლა. გვი­თხრეს, რომ 550 მეტ­რი­დან გა­ის­რო­ლე­ს „მა­კა­რო­ვი­დან“, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

მომ­ხდარ­ზე საქ­მე ორი მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.