COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 38-ით გაიზარდა

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 626 პაციენტი განაგრძობს. მკურნალობის შემდეგ 791 ადამიანი გაწერეს კლინიკებიდან
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1 436 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 791, გარდაიცვალა – 19.

საქართველომ აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 626 დაავადებული განაგრძობს. აქედან 16 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის – საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენების – სტაბილური.

4 მაისამდე აზერბაიჯანში მოქმედებს საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, იზღუდება მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება, ზოგიერთი სოციალურად მნიშვნელოვანი სფეროების მუშაკების გარდა. მოქალაქეებს არ შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სახლები სპეციალური ნებართვის გარეშე, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით იღებენ, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირებს საერთოდ არ აქვთ გარეთ გასვლის უფლება.