მკვლელობა თბილისში – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინციდენტს მამაკაცებს შორის წარსულში კონფლიქტი უძღოდა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ისნის რაიონში, კობცოვის ქუჩაზე მოხდა. 

ავტოავარია კახეთის გზატკეცილზე – დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მისსავე უბანში მცხოვრებ 47 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, ინციდენტს მამაკაცებს შორის წარსულში კონფლიქტი უძღოდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.