მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი დაიწვა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფია მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.