რუსეთის მოქალაქეობის მიღება არსებულზე უარის გარეშე გახდა შესაძლებელი

რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად, ახლა საკმარისია ქვეყანაში მუდმივად ცხოვრება და მუშაობა ერთი წლის, და არა სამი წლის განმავლობაში, როგორც ეს ადრე იყო დადგენილი
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კანონს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების შესახებ - ამიერიდან აღარ არის აუცილებელი უარის თქმა არსებულ მოქალაქეობაზე, ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის განცხადებაში.

ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე არსებულზე უარის გარეშე.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად ახლა საკმარისია ქვეყანაში მუდმივად ცხოვრება და მუშაობა ერთი წლის, და არა სამი წლის განმავლობაში, როგორც ეს ადრე იყო დადგენილი.

რუსეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვრები ჩაკეტა

„კანონში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების დროს კანონიერი საარსებო წყაროს მითითება აღარ მოეთხოვება იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ სსრკ-ს მოქალაქეობა, ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდნენ, მაგრამ არ მიუღიათ ამ სახელმწიფოების მოქალაქეობა, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანალოგიური ნორმა ვრცელდება უცხოელებზეც, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფებიან.

გამარტივებული პროცედურა ასევე ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთში და რუსული ენის მატარებლები არიან.