COVID-19 - ბოლო ცნობები

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კი, კლინიკა „მედალფაში“ 38  კორონავირუსით ინფიცირებული დარჩება
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები ინფიცირებულების შესახებ თბილისში

კლინიკა „მედალფას“ მენეჯერის ლევან ანთაძის განცხადებით, სამივე გამოჯანმრთელებული  უკვე გაწერა და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კი,  კლინიკა „მედალფაში“ 38  კორონავირუსით ინფიცირებული დარჩება.

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 4971 , ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 519.

https://1tv.ge/news/batumshi%e2%80%8b-koronavirusit-inficirebuli-sami-pacienti-gamojanmrtelda/?fbclid=IwAR2fhIj_ARR7RdsFAkiwuNt4WV_q98FoREhTMClvAU271J23W0D1C9sQkMQ