თბილისში, გლდანის რაიონში მიწის მასა ჩამოიშალა

გლდანის გამგებლის განცხადებით, იმ ადგილზე , სადაც მიწა  ჩამოწვა, კონტრაქტორი კომპანია 25-მეტრიან დამცავ კედელს ააშენებს
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორი გახდება თბილისი 2020 წელს? კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

გლდანის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით,  შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული მონაკვეთი წლებია, პრობლემას წარმოადგენს.

„კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს 21 მილიონი ლარის ღირებულების, სამეტაპიანი პროექტის განხორციელება. შუა ნაწილში უკვე მოწყობილია დამჭერი კედელი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ზემოთ არსებულ 16 სართულიან კორპუსებს აღარ ემუქრება საშიშროება“, - აღნიშნა გლდანის გამგებელმა.

მიქაუტაძის განმარტებით, იმ ადგილზე , სადაც მიწა ჩამოწვა, გათვალისწინებულია 25-მეტრიანი დამცავი კედლის აშენება, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს.