COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: მადლობას ამჯერად უკვე ექიმები იხდიან

19 აპრილს საქართველო დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს მკვდრედით აღდგომას ზეიმობს. ტაძღებში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, თუმცა პანდემიის გამო ეკლესიებში მრევლის სიმცირე შეინიშნება.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ცნობილი ქართველი ექიმები მადლობას უხდიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებულ რეკომენდაციებს იცავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სახლში დარჩენისკენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის დაავადებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, გარდაიცვალა – 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 519 პაციენტია. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანა აქტიური შიდა გავრცელების ეტაპზეა გადასული და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

„დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში“, – მოუწოდებს მოსახლეობას დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
#დარჩი სახლში: ექიმები მრევლს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენას კიდევ ერთხელ სთხოვენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ვიდეო გაავრცელა, სადაც ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ, ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, – მიმართავს გამყრელიძე მოსახლეობას.

19 აპრილს საქართველო დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს მკვდრედით აღდგომას ზეიმობს. ტაძღებში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, თუმცა პანდემიის გამო ეკლესიებში მრევლის სიმცირე შეინიშნება.

ორმეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინინგი და უმრევლო ტაძრები:როგორ იზეიმებენ აღდგომას ქვეყანაში >>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, პირბადის გარეშე გამოჩენა საჯარო სივრცეში დაჯარიმებას იწვევს. ჩაკეტილია საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.