COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველომ აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველომ ანალოგიური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკვე გამოხატა ბევრი ქვეყნის მიმართ, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, მათ შორისაა იტალია, საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

თბილისის ტელეანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

„ვებრძოლოთ პანდემიას საერთო ძალისხმევით! ერთად გავიმარჯვებთ!“ – ასეთია საქართველოს გზავნილი აზერბაიჯანელი ხალხისადმი, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ეს ჟესტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია აზერბაიჯანის საგარეო უწყებას.

„გმადლობ, მეგობარო საქართველო!“ – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სოციალურ ქსელ Twitter-ში.

საქართველომ ანალოგიური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკვე გამოხატა ბევრი ქვეყნის მიმართ, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, მათ შორის არიან იტალია, საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი.