COVID-19 - ბოლო ცნობები

ვირუსი უჰანში არ გაჩენილა, ის იქ შეიტანეს - დიპლომატი განმარტავს

ჩინეთის ხუთმა ავტორიტეტულმა სამეცნიერო ორგანომ შეკრიბა COVID-19-ის გენომის 93 ნიმუშის შესახებ მონაცემები, რომლებიც მონაცემთა მსოფლიო ბაზაში იყო გამოქვეყნებული და ოთხი კონტინენტის 12 ქვეყანას მოიცავდა.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ახალ კორონავირუსში გენების თანმიმდევრობა აჩვენებს, რომ ის უჰანში კი არ გაჩნდა, არამედ შეტანილია იქ, განაცხადა ჩინეთის ელჩმა რუსეთში ჩჟან ხანჰუეიმ. 

Fox News-მა „ნულოვანი პაციენტი“ დაადგინა: კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან „გამოიქცა“

ელჩის თქმით, ჩინეთის ხუთმა ავტორიტეტულმა სამეცნიერო ორგანომ შეკრიბა COVID-19-ის გენომის 93 ნიმუშის შესახებ მონაცემები, რომლებიც მონაცემთა მსოფლიო ბაზაში იყო გამოქვეყნებული და ოთხი კონტინენტის 12 ქვეყანას მოიცავდა. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ვირუსის ყველაზე ადრეული „წინაპარი“ იყო mv1, რომელმაც ევოლუცია განიცადა და გენების ერთობლიობა ჰაპლოტიპებად ჩამოყალიბდა.

„უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში გაჩენილი ვირუსი — ეს გენ Н1-ის ერთობლიობაა. მასზე ადრე უჰანში მხოლოდ ჰაპლოტიპი Н3 იყო აღმოჩენილი და მას არანაირი კავშირი არ აქვს უჰანის თევზის ბაზართან... ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰაპლოტიპი Н1 რომელიღაც ინფიცირებულმა ადამიანმა შეიტანა უჰანის ბაზარში, რის შემდეგაც ეპიდემიამ იფეთქა. გენების თანმიმდევრობა არ შეიძლება ცდებოდეს“, — განაცხადა ჩჟან ხანჰუეიმ.  

ელჩმა ცილისწამება უწოდა ჩინეთის დადანაშაულების მცდელობას ვირუსის გავრცელებაში და ხაზი გაუსვა მსხვერპლს, რომლის გაღებაც მოუხდა ქვეყანას, სანამ დაავადებას დაამარცხებდა.

ჩინეთმა სიმართლე უნდა თქვას: მინისტრი ვირუსის წარმოშობის გამხელას მოითხოვს>>

მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ადამიანი, ეგრეთ წოდებული ნულოვანი პაციენტი, ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა. ამასთან აღინიშნებოდა, რომ ლაბორატორია არ მუშაობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე, მისი ამოცანა იყო ჩინელი მეცნიერების წარმატებული კვლევების წარმოჩენა ვირუსოლოგიის დარგში.