COVID-19 - ბოლო ცნობები

„ჯერ კიდევ არის დრო! დაფიქრდი და დარჩი სახლში...“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველო ძალიან ცუდ დღეშია.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში იტალიის სცენარზე უარესი მოხდება, თუ ხალხი სახლში არ დარჩება.

„მეგობრებო, გარწმუნებთ: იტალია არ განმეორდება. არამედ იქნება ბევრად უარესი“, - წერს გიორგი კეკელიძე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ და ასევე სხვის სიცოცხლეს.

დადასტურებულია კვლევით: კორონავირუსის სრულად განადგურების ტემპერატურა დადგენილია

რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მთელი ქვეყანა რისკის ჯგუფია და არის იმ საშიშროების წინაშე, რომ საქართველოშიც განმეორდეს იტალია, რითიც გამოეხმაურა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ტაძრები არ დაიხურება და კომენდანტის საათის დროს მრევლი ეკლესიებში იქნება თავმოყრილი.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.