COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთმა სიმართლე უნდა თქვას: მინისტრი ვირუსის წარმოშობის გამხელას მოითხოვს

ავსტრალიელ მინისტრს იმედი აქვს, რომ ჩინეთი, რომელიც ვალდებულია პასუხი გასცეს კითხვებს, წარმოადგენს ინფორმაციას, რათა ადამიანებმა იცოდნენ - რა მოხდა.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მოვუწოდებთ ჩინეთს, წარმოადგინოს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პიტერ დატონმა ტელეარხ 9 News-ის ეთერში. 

Fox News-მა „ნულოვანი პაციენტი“ დაადგინა: კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან „გამოიქცა“

მინისტრის თქმით, კორონავირუსმა უკვე იმსხვერპლა ქვეყანაში 60 ავსტრალიელი და კიდევ ასობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.

„არ მგონია, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ. ავსტრალია რომ აღმოჩენილიყო ამ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი, ჩვენ [პასუხებსა და გამჭვირვალობას] ნამდვილად მოგვთხოვდნენ“, — განაცხადა პიტერ დატონმა.

მინისტრს იმედი აქვს, რომ ჩინეთი, რომელიც ვალდებულია პასუხი გასცეს კითხვებს, წარმოადგენს ინფორმაციას, რათა ადამიანებმა იცოდნენ - რა მოხდა.

„ჩვენ არ გვსურს, რომ იგივე განმეორდეს... და გვჭირდება პატიოსნება ამ საკითხში“, — დაამატა დატონმა.

მანამდე ამერიკულმა ტელერახმა Fox News-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ადამიანი, ეგრეთ წოდებული ნულოვანი პაციენტი, ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა. ამასთან აღინიშნებოდა, რომ ლაბორატორია არ მუშაობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე, მისი ამოცანა იყო ჩინელი მეცნიერების წარმატებული კვლევების წარმოჩენა ვირუსოლოგიის დარგში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო Fox News-ის ვერსია და მას მეცნიერულ მტკიცებულებებს დაშორებული უწოდა.