COVID-19 - ბოლო ცნობები

ბათუმში 50 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიას დღე-ღამის განმავლობაში 120 სინჯის კვლევის შესაძლებლობა აქვს.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnk. ბათუმის ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე გამოკვლევისთვის 50 მოქალაქის სინჯი გაიგზავნა – ტესტის პასუხები შაბათს, დილით იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ექვსი წლის ბავშვი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გამოსაკვლევთა შორის არიან როგორც ცხელების ცენტრიდან, ასევე ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პირები.

ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა გაიზარდოს – უწყების ცნობით, ბათუმის ლაბორატორიას დღე-ღამის განმავლობაში 120 სინჯის კვლევის შესაძლებლობა აქვს.

პარასკევს გამოკვლეული 35 პირის სინჯის პასუხები უარყოფითი იყო. COVID-19 მხოლოდ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 10 წლამდე მოზარდს დაუდასტურდა. იგი თბილისში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 370–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 79. გარდაიცვალა 3.