საქართველო–რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ახმეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 55 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik.  საქართველოდან ცხრა კილომეტრში, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

3,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:45 საათზე დაფიქსირდა. 

ინფორმაცია დაზიანებებისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.