COVID-19 - ბოლო ცნობები

ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს პანდემიის დროს სოლიდარობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და მას მადლობა გადაუხადა კორონავირუსის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებები გამართა >>

ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის და „სოლიდარობის ფონდ PL"-ის მიერ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოს ხალხებთან ერთად, ქართველი და პოლონელი ხალხი ურთულესი გამოწვევების წინაშე დგანან და სწორედ ამ დროს მხარდაჭერა და სოლიდარობა დიდ მნიშვნელობას იძენს. პანდემიის დროს, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება კორონავირუსთან ბრძოლაში, ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა.

მხარეებმა პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია განიხილეს და ეკონომიკური კავშირებისა და სოლიდარობის გაძლიერების მნიშვნელობა აღნიშნეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 771 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა 292 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 340-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ესაუბრა ტელეფონით სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს.