რომელი ქვეყნებიდან გზავნიან საქართველოში ნაკლებ ფულს მიგრანტები

თუ ფულადი გზავნილები საქართველოში შემცირდა რუსეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან, ჯერჯერობით ზრდა ფიქსირდება გზავნილებზე საბერძნეთიდან და აშშ-დან.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnk. 2020 წლის მარტში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, 9%-ით შემცირდა და დაახლოებით 125,9 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში

2020 წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 28,3%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ მარტში დაახლოებით 25,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20,2%-ია.

რაში დახარჯავს მთავრობა დონორების მიერ გამოყოფილ 1.5 მილიარდ დოლარს: მინისტრის განმარტება

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

რამდენი ვალუტა გამოგზავნეს საქართველოში

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარ–მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 2,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 389 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარ–მარტში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 80,2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20,6%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 15,2%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

საქართველოს საგარეო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 2,7%-ით დაეცა>>

რატომ შემცირდა ვალუტის მოცულობა უცხოეთიდან?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფულადი გზავნილების ოდენობის შემცირება გრძელდება იმის გამო, რომ ქვეყნები COVID-19-თან ბრძოლის გამო სხვადასხვა ზომებს იღებენ, რის შედეგადაც ეკონომიკური სიტუაცია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უარესდება.

რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

კომპანიის ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური. საქართველოში და მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფულადი გადმორიცხვების მოცულობა საქართველოში შეიძლება 200-დან 300 მილიონ დოლარამდე შემცირდეს.

პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება>>

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,4 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 10,1%-ით აღემატება.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 60,6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 17%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი.