COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: საქართველოს და სომხეთის პარლამენტის სპიკერებმა ვითარება განიხილეს

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა თავის კოლეგას და მთლიანად სომეხ ხალხს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა      
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძეს თავის სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც მხარეებმა ორივე ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

პანდემია ადამიანებს შეცვლის: ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის მოსაზრება

თალაკვაძის თქმით, როგორც სომხეთმა, ისე საქართველომ გამოთქვეს სრული მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს.

„განვიხილეთ COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, ძირითადი ღონისძიებები და საჭიროებები. ვისაუბრეთ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელსაც კორონავირუსის გლობალური პანდემია უქმნის ჩვენს ქვეყნებს. ჩემს კოლეგას, პანდემიის პირობებში საქართველოს პარლამენტის საქმიანობის და პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში მონაწილეობის შესახებ გავუზიარე ინფორმაცია. ორივე ჩვენგანის მხრიდან გამოითქვა ურთიერთმხარდაჭერის მზადყოფნა“, - წერს თალაკვაძე.

საქართველოში პირბადეების წარმოებისთვის მარლა აზერბაიჯანიდან შემოიტანეს >>

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა თავის კოლეგას და მთლიანად სომეხ ხალხს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.      

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია, სომხეთში თითქმის ოთხჯერ მეტი - 1111. მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში - 3 ადამიანი საქართველოში და 17 სომხეთში.