COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ტელეანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დედაქალაქის მერია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnk. თბილისი ტელეანძა გასულ ღამეს ფრანგი ხალხის სოლიდარობის ნიშნად საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.

„კორონავირუსთან ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

საფრანგეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 100 ათასს გადააჭარბა. 

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

ორშაბათს, საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლაციის რეჟიმის 11 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვა 17 მარტიდან მოქმედებს. საფრანგეთში დაკეტილია კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები, მუზეუმები, პარკები, არასასურსათო მაღაზიები და სასწავლო დაწესებულებები.

ადრე საქართველომ ასეთივე ფორმით საკუთარი სოლიდარობა გამოხატა იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მიმართ და ტელეანძა ამ ქვეყნების ეროვნული დროშის ფერებში გაანათა.

საქართველოსადმი სოლიდარობა და მხარდაჭერა, თავის მხრივ, გამოხატა აზერბაიჯანმა – ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.