COVID-19 - ბოლო ცნობები

ბოლნისის სასწრაფო დახმარების ხუთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის უფრო და უფრო მატულობს მედიკოსების რიცხვი, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ბოლნისის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხუთი თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგები უკვე შეუდგნენ მუშაობას. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ყველა გამოვლენილი პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

კორონავირუსი კლინიკა TIM-ის კიდევ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აზუსტებს, თუ რამდენი მედიკოსია ინფიცირებული საქართველოში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

მარნეული და ბოლნისი პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამჟამად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.