ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„სექსი? რატომაც არა!“ – აკადემიკოსი კორონავირუსის წინააღმდეგ

აკადემიკოსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განტვირთვას, რასაც სექსი ხელს უწყობს.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პირობებში იმუნიტეტის გასაძლიერებლად სექსი კარგი იარაღია, განაცხადა რუსმა აკადემიკოსმა, ვირუსოლოგმა ვალერი ჩერეშნევმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში

სახიფათოა თუ არა კონტაქტური ლინზები COVID-19-ის პირობებში: ამერიკული კვლევა

„სექსი? რატომაც არა?! ეს უმძლავრესი ფსიქოლოგიური განტვირთვაა... ამიტომ იმუნური სისტემისთვის ეს მხოლოდ სასარგებლოა — ულაპარაკოდ სასარგებლო!“ — განაცხადა აკადემიკოსმა.

გარდა ამისა, ვალერი ჩერეშნევმა ურჩია საზოგადოებას, სწორად გამოიყენონ ისეთი პროდუქტი, როგორიცაა ჯანჯაფილი. მისი თქმით, იმუნური სისტემის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის ის რეგულარულად  უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი დოზებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჯანჯაფილის დოზას მოკლე დროში გაზრდით, ანუ ერთგვარად შეტევას მიიტანთ ორგანიზმზე, ის ჯერ აღიგზნება, შემდეგ კი ამას გამოფიტვა მოჰყვება.

გარდა ამისა, აკადემიკოსს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად — ეს სრულფასოვანი ძილი და სტრესისთვის თავის არიდებაა.