ახმეტაში ნადირობისას შუახნის მამაკაცი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სანადირო თოფიდან ფრინველს ესროლა, თუმცა ტყვია თავად მსროლელს მოხვდა და ის ადგილზევე გარდაიცვალა. 
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და ადგილზევე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველისთვის სროლას აპირებდა, თუმცა ტყვია თავად მოხვდა,  ერთ-ერთი ვერსიით, სანადირო თოფი მწყობრიდან იყო გამოსული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.