COVID-19 - ბოლო ცნობები

შსს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევებთან ბრძოლას აგრძელებს

ბოლო 24 საათში ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის 18 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 16 პირი „სოციალური დისტანციის“ დაუცველობის გამო დაჯარიმდა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, ხოლო 31 მარტიდან ქვეყანაში დაწესდა კომენდანტის საათი -  21:00 საათიდან 06:00 საათამდე, რა დროსაც მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

თალაკვაძე: მაისიდან შეიძლება შეზღუდვები  ეტაპობრივად მოიხსნას, თუ...

გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმეს.  საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, ჯარიმა მხოლოდ 16 მოქალაქეს დაეკისრა.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 9 პირი დაჯარიმდა.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი.

რა მანძილზე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირება: მეცნიერები ახალ მონაცემს ასახელებენ

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 13 აპრილისთვის დაავადებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა. აქედან სამი გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა. კიდევ სამი პირი სხვა ქვეყნებიდან სამკურნალოდ ჩამოიყვანეს.