COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსი 67-მა ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7-მა პაციენტმა დაამარცხა, მთლიანად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსი კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა - გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

სასიხარულო სიახლე - ორსულმა და 65 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კორონავირუსი დაამარცხეს

შესაბამისად, ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 252 პირს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია.

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.