COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში 40 ადამიანი დაინფიცირდა

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 837 დაავადებული განაგრძობს, იუწყება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ბოლო ერთ დღეში კლინიკებიდან 50 ადამიანი გაწერეს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში ათასს გადააჭარბა

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1098 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 250, გარდაიცვალა – 11. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 837 დაავადებული განაგრძობს. აქედან 24 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 37-ის – საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენების – სტაბილური.

გასულ პერიოდში კორონავირუსზე 66 677 ტესტი ჩატარდა.