COVID-19 - ბოლო ცნობები

სენატორი ბრალს სდებს: „ჩინეთი უნდა დაისაჯოს“

ჩინეთის საგარეო საქმეთა ბრალდება კომედიად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ჩინეთმა დროულად აცნობა ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციასა და სხვა ქვეყნებს ეპიდემიის  თაობაზე
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ამერიკელების სიკვდილი კორონავირუსული ინფექციით და ასევე უმუშევრობა ჩინეთის ბრალია, განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა Fox News–ის ეთერში.

პოლიტიკოსის თქმით, აშშ–მა უნდა იაძულოს ჩინეთი, რომ მან „ქცევა შეიცვალოს“.

„მე მსურს დავიწყო ჩვენი ვალის ჩამოწერა ჩინეთის მიმართ,  ვინაიდან ეს მათ უნდა გადაგვიხადონ ფული და არა ჩვენ მათ“, — განაცხადა სენატორმა.

ლინდსი გრემის აზრით, ჩინეთი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა შედეგებმა ის მომავალში შეაკავოს.  

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანას ამერიკის ხელისუფლების დისკრედიტაცია სურდა COVID-19-თან ბრძოლის კუთხით. 

აშშ სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეები შტატებიდან არ გაჰყავთ

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ბრალდება აშშ–ის კომედიად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ჩინეთმა დროულად აცნობა ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციასა და სხვა ქვეყნებს ეპიდემიის  თაობაზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 699 019 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 102 782 და განკურნებულია 376 976 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 501 609 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (158 273), მესამეზე — იტალია (147 577). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 64-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.