ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

კორონავირუსის ვაქცინის განსხვავებული ვერსია: მეცნიერები ახალ მეთოდს ასახელებენ

აკადემიკოსის თქმით, ლიპოსომების უპირატესობა კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში იმაში მდგომარეობს, რომ მათი მოლეკულები არა მარტო ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს, არამედ კიდეც აძლიერებს მას
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა ეგრეთ წოდებული ლიპოსომური ტექნოლოგიების საფუძველზე შეიძლება, აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი, ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ გაბიბოვი. 

კლინიკური კვლევები დასრულდა, შექმნილია სამი პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ

მანამდე აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა ვლადიმირ ჩეხონინმა აღნიშნა, რომ ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტში დამუშავების პროცესშია COVID-19–ის საწინააღმდეგო მაღალტექნოლოგიური ვაქცინა ვირუსის მსგავს ნაწილაკებზე დაყრდნობით, რა დროსაც გამოყენებული იქნება „კორონავირუსის ცილების რეკომბინანტული ფრაგმენტები“.

„გარდა ვირუსის მსგავს ნაწილაკებზე შექმნილი ვაქცინისა, ჩვენ ასევე ვაპირებს შევქმნათ ლიპოსომალური ვაქცინა. ეს არის კომბინირებული ვაქცინა, როდესაც ლიპოსომებში ვირუსული ცილის ფრაგმენტები და ამ ფრაგმენტების დნმ–ასლები „იმარხება“, — განაცხადა გაბიბოვმა. 

აკადემიკოსის თქმით, ლიპოსომების უპირატესობა კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში იმაში მდგომარეობს, რომ მათი მოლეკულები არა მარტო ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევენ, არამედ კიდეც აძლიერებენ მას.