COVID-19 - ბოლო ცნობები

გურიელიძე: ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსი არ გადადის

მსოფლიოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირება ცხოველთან კონტაქტით მოხდა
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 შინაური და გარეული ცხოველებისგან არ გადაეცემა, განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

უჰანის კატების ისტორია: რა ეწერა რეალურად კვლევაში, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანს კორონავირუსი ცხოველთან კონტაქტის შედეგად შეიძლება გადაედოს. ამან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

„არ ყოფილა არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ცხოველიდან გადასულიყო ადამიანზე...  ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ინფორმაციები, რომ ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, არც ერთი ინფორმაცია სიმართლე არ არის“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მისი თქმით, ზოოპარკის ყველა თანამშრომელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იცავს: ატარებენ პირბადეებს და ხელთათმანებს, ასევე სოციალურ - ორმეტრიან დისტანციას იცავენ.

„ცხოველებს ადამიანები ენატრებათ“ - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თბილისის ზოოპარკი >>

„რაიმე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსთან მიმართებაში ცხოველებთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან ურთიერთობა“, - აღნიშნა გურიელიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი მანამ არ გაიხსნება, სანამ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ გააუქმებს.