თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კომენდანტის საათის შესახებ აფრთხილებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის 31 დიდ ქალაქში 48-საათიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა.
კერძოდ, 12 აპრილის შუაღამემდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
ჯანჯღავას განცხადებით, ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი 3150 თურქული ლირის ოდენობით დაჯარიმდება.
საქართველოდან სომხეთისკენ მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა >>
გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კითხვების არსებობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280; სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26; იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 47 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1 006 ადამიანი.