რატომ ვერ შეცვლის ნავთობის ფასს OPEC+ წევრი ქვეყნების გარიგება

სიტუაციის სტაბილიზაციისათვის აუცილებელია ამ ფორმატში ახალი მონაწილეების ჩართვა, მიიჩნევს ეკონომისტი
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. OPEC+-მა ამოწურა თავისი ეფექტურობა. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ამ ფორმატს ახალი მონაწილეები უნდა შეუერთდნენ, განუცხადა „Sputnik-აზერბაიჯანს“ ეკონომიკის რუსული სკოლა UNEC-ის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ელშად მამედოვმა.

OPEC+-ის ქვეყნები პარასკევს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

„რისკები რჩება“: ექსპერტმა OPEC+-ის შეხვედრის შედეგები შეაფასა

მიუხედავად იმისა, რომ OPEC+ წევრი ქვეყნების შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების 10 მილიონი ბარელით შემცირებაზე დღე-ღამეში, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის, მიიჩნევს მამედოვი.

OPEC+-მა როგორც ფორმატმა ეფექტურობა დიდი ხანია ამოწურა. მის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებები არაფრისმომცემია. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის აუცილებელია ახალი მონაწილეების ჩართვა ამ ფორმატში, და პირველ რიგში აშშ-ის, დარწმუნებულია ეკონომისტი.

„მაგრამ თავად აშშ-ს ამის სურვილი ნაკლებად აქვთ. მათ ამისათვის რამდენიმე მიზეზი გააჩნია“, - განაცხადა მამედოვმა.

მოსაზრება: რუსეთი, OPEC-ი და აშშ ახალი წესრიგის დასამყარებლად ემზადებიან

პირველ რიგში, ამერიკელებს არ სურთ ბაზრის თავისი წილის დაკარგვა, ხაზი გაუსვა პროფესორმა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ამერიკაში მიმდინარეობს სერიოზული წინასაარჩევნო ბრძოლა და დემოკრატებმა, OPEC+-ში ტრამპის ჩართვის შემთხვევაში, მის ადმინისტრაციაზე შესაძლოა ზეწოლა განახორციელონ.

მამედოვმა ასევე აშშ-ის ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია აღნიშნა. მისი თქმით, თუ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ მოპოვების შემცირების უფლება, წვრილ და საშუალო კომპანიებს ეს გაკოტრებას მოუტანს.

„ამ ყველაფრით ისარგებლებენ ტრამპის არაკეთილმოსურნეები, რათა აშშ-ში ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვანი შემცირება თავიდან აიცილონ“, - მიიჩნევს ეკონომისტი.
WSJ: მოსკოვი და ერ-რიადი ნავთობთან დაკავშირებით მორიგდნენ

ამგვარად, ნავთობის მსოფლიო მოპოვების შეზღუდვა იმ მასშტაბით, რომელიც ბაზარზე არსებული სიტუაციის არსებით სტაბილიზაციას გამოიწვევდა, ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა მან.

შესაბამისად, თუ უახლოეს დროს მხარეები ვერ მიაღწევენ რაიმე სერიოზულ შეთანხმებას დამატებით მონაწილეებთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით ნავთობზე ფასების დაცემა და პანიკა მსოფლიო ბაზარზე გაგრძელდება, დარწმუნებულია მამედოვი.

„COVID-19-ის პანდემია და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კვლავ იმოქმედებს ნავთობის ღირებულებაზე. ამიტომ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მწარმოებლებისთვის ცალსახად არასახარბიელო სურათი იქმნება“, - დასასრულს აღნიშნა მამედოვმა.