ყვითელი ამბები

„უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, სირცხვილია ხალხო...“ - სოფო ბედია კლიპთან დაკავშირებით წერს

სოციალურ ქსელში ქართველი მომღერლების ახალ კლიპთან დაკავშირებით მღელვარება არ ცხრება. მომღერალმა სოფო ბედიამ, რომელიც ამ იდეის ავტორია, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. ნახეთ, რას წერს მომღერალი.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ვიდეოკლიპის გავრცელების შემდეგ სახელწოდებით „STOP COVID-19 დარჩი სახლში“ მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში წერს, რომ უამრავ კომპლიმენტს და მილოცვას იღებს და მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამხელა კრიტიკა ვიდეოკლიპმა.

მომღერალი წერს, რომ კლიპის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და მათ, ვინც ნამუშევარს აკრიტიკებს, „ტროლებად“ მოიხსენიებს.

„სირცხვილია ხალხო, ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება. ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეორგოლი!“ – წერს სოფო ბედია.

ქართველი მომღერლების კლიპი „დარჩი სახლში“ სწორედ სოფო ბედიას ინიციატივაა, რომლის პრემიერაც გუშინ, საღამოს გია ჯაჯანიძის გადაცემაში შედგა. სოციალურ ქსელში კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.