თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სომხეთის მოქალაქეთა 26–კაციანი ჯგუფი საქართველოს ტერიტორიიდან ერევნის მიმართულებით გავიდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ საქართველოში ქვეყნის საელჩოზე დაყრდნობით.
პირველი ჯგუფი 30 ადამიანის შემადგენლობით საქართველოდან სომხეთში 25 მარტს გაემგზავრა. კიდევ 23–კაციანი ჯგუფი – 27 მარტს. მესამე ჯგუფი კი – 31 მოქალაქე – 3 აპრილს.
„სომხეთის საელჩომ, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთ–საქართველოს საზღვრის გავლით სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეების ტრანსპორტირების ნებართვა მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ავტობუსი, რომელშიც 26 ადამიანი იმყოფება, მარნეულში სპეციალურად გახსნილი დერეფნით გადაადგილდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 234 ადამიანია ინფიცირებული. სომხეთში – 937. ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.