COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები – დეტალები

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 34 პაციენტი მკურნალობს, აქედან შვიდის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია: ქართული წარმოების პირბადე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს>>

10 აპრილის საღამოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234–მდე გაიზარდა. პაციენტები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები იმყოფებიან. მარტის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო COVID-19–ის შიდა გავრცელება, ანუ, გაურკვეველია, სად და როგორ დაინფიცირდა ადამიანი.

ვის და როგორ შეამოწმებენ კორონავირუსზე: ახალი წესები

ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მკურნალობს 34 პაციენტი, აქედან შვიდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ძალიან მძიმე პაციენტი დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი ექვსი არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 38 ადამიანი განიკურნა.

სულ საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 54 ადამიანი, სამი – გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4672, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373.