COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 991-ს მიაღწია

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 822 დაავადებული განაგრძობს. აქედან 26 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ვის და როგორ შეამოწმებენ კორონავირუსზე: ახალი წესები

მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ვერ გადაარჩინეს 60 წლის ავადმყოფი, რომელსაც ფილტვების შეშუპება და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კლინიკებიდან 58 ადამიანი გაწერეს.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 991 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 159, გარდაიცვალა – 10. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 822 დაავადებული განაგრძობს. აქედან 26 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის – საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენების – სტაბილური.