COVID-19 - ბოლო ცნობები

იუსტიციის სამინისტრომ დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა განაახლა

მანამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც განაახლა.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა განაახლა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტების მიღების მსურველებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე sda.gov.ge ან პორტალზე my.gov.ge სპეციალური ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ. 

სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემას განაახლებს

ამის შემდეგ უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს.  

ადრე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. თუმცა, ქვეყანაში მოქმედ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დოკუმენტების გაცემის პროცედურაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის დაჩქარებული წესით მიღება არ მოხდება, დოკუმენტების გაცემა სტანდარტულ, 10-დღიან ვადაში მოხდება.

მან, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული და ახლის აღება სურს, განაცხადი უნდა დატოვოს ვებ-გვერდებზე my.gov.ge ან sda.gov.ge. მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.