როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

Sfx makeup - special effects makeup - ასე ჰქვია მიმდინარეობას, რომელსაც ნენსი ქაჯაია საკუთარი ძალებით დაეუფლა. მისი ინსპირაციის წყარო კი კანადელი არტისტი მიმი ჩოი გახდა.
Sputnik

ნენსი ქუთაისში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და 6 წლის შვილი სანდრო. მაკიაჟს სპეციალური ეფექტებით ნენსი საკუთარ სახეზე იკეთებს. ამბობს, რომ ასე მუშაობა უფრო საინტერესო და კომფორტულია. ბოლო პერიოდია ტატუს ხელოვნებას დაეფლა და სურს, რომ წარმატებული ტატუ-არტისტი გახდეს.

როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

- გავიზარდე ხელოვანთა ოჯახში. ორი წლიდან ვხატავ. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობიდან ბევრი რამ მიტაცებდა (ხატვა, მუსიკა, ცეკვა, წერა, ხელსაქმე), ძალიან მიჭირს ერთი პროფესიის არჩევა. ვთვლი, რომ უბრალოდ ხელოვანი ვარ. ვმუშაობდი ვიზაჟისტად და საქორწილო კაბების დიზაინერად. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც აღარ ვმუშაობ. ახლახან დავეუფლე ტატუს ხელოვნებას.

- მაკიაჟით როგორ დაინტერესდით, როგორ მოხვდით ვიზაჟის სფეროში?

- მაკიაჟით სამი წლის წინ დავინტერესდი. ბავშვობიდან მომწონდა ე.წ. ბოდი-არტი და ფეის-არტი. რადგან სამსახური არ მქონდა და დიდ დროს ვატარებდი სახლში, ვცადე და იმაზე მეტად სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

- ვიზაჟი ისეთი სფეროა, ალბათ სისტემატიურად ცდილობთ მოდას ფეხი აუწყოთ. როგორ ახერხებთ ამას?

- ზოგადად ძალიან რთულია აუწყო ფეხი ნებისმიერ რამეს, რაც გაიძულებს გარკვეულ ჩარჩოში მოექცე, თუმცა ვცდილობ გავითვალისწინო რაღაც დეტალები, მაგრამ არ ვუღალატო საკუთარ სტილს.

- ვიზაჟისტებს ხშირად გაკითხავენ ქალბატონები სხვის სახეზე გაკეთებული მაკიაჟის ფოტოებით. რამდენად შესაძლებელია ანალოგის გამეორება, ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია?

- დიახ, ანალოგის გაკეთება არის შეუძლებელი, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველას აქვს განსხვავებული სახის ნაკვთები. აქედან გამომდინარე ანალოგს არასოდეს ვაკეთებ. ყოველთვის ვითვალისწინებ ადამიანის გემოვნებას, გარეგნობას და მისთვის სასურველ ფერებს ვიყენებ, ვცდილობ მაკიაჟი ადამიანზე იყოს მორგებული.

როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

- სახლის პირობებში, ყოველდღიური მაკიაჟის დროს რას ურჩევთ ქალებს, როგორ მოამზადონ მაკიაჟის წინ სახის კანი, რა არის მნიშვნელოვანი?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟის გაკეთებამდე სახის კანი იყოს სუფთა და კარგად დატენიანებული.

- რამდენად მნიშვნელოვანია კანისთვის სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები და როგორ უნდა შეარჩიოს ისინი მომხმარებელმა?

- კოსმეტიკური საშუალებების სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი იყენებს ე.წ. ფეიკ-კოსმეტიკას, რაც შემდეგ არაერთ პრობლემას იწვევს. სამწუხაროდ, რამდენჯერმე მეც მომიწია მსგავსი კოსმეტიკის გამოყენება, რადგან არ მქონდა კონკრეტული ფერები და გამოვიყენე მასალა, რომელიც არ იყო სახის. თუმცა, ვფიქრობ, ხელოვანი ხალხისთვის არ არის უცხო სასურველი შედეგის მისაღწევად გადადგმული მსგავსი ნაბიჯები. ნამდვილად არავის ვურჩევ მსგავსი რაიმეს გაკეთებას და აუცილებლად შეარჩიეთ სწორად და, რაც მთავარია, ხარისხიანი მასალა.

როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

- საოცრად ხატავთ ადამიანის სახეს. რა ჰქვია ამ მიმდინარეობას და როგორ მიაგენით?

- ამ მიმდინარეობას ჰქვია Face Art, Body Art - არ მახსოვს ზუსტად სად ვნახე პირველად, თუმცა ფილმებში გამოყენებული Sfx Makeup ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. შემდეგ ვიპოვე არტისტი რომელიც ზუსტად ისეთ მეიქაფს აკეთებდა, რაც მე მინდოდა მეცადა. ეს იყო Makeup Illusion. Mimi Choi იყო არტისტი, ვინც ჩემი ინსპირაცია გახდა. ერთი წლის შემდეგ მიმიმ ნახა ჩემი ნამუშევრები. გამოიწერა ჩემი აკაუნტი და ძალიან თბილად დამეკონტაქტა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- ძირითადად როგორ ტიპაჟებს ხატავთ?

- ძირითადად ვხატავ იმას, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. განსაკუთრებით მიყვარს კოსმოსი, პლანეტები, ვან გოგი და კლიმტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოციები და მათ შესაბამიდად ვხატავ. მაქვს ასევე ნამუშევრები ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა Mental disorder.

როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

- საკუთარ სახეზეც შეგისრულებიათ ნახატი?

- ყოველთვის საკუთარ სახეზე ვხატავ.

- რთული არ არის?

- არა, პირიქით, ძალიან კომფორტულად ვმუშაობ.

როგორ იქმნება მაკიაჟის განსაკუთრებული ეფექტები: ქართველი არტისტის საოცარი ნამუშევრები

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- რადგან ახლახან ვისწავლე ტატუს ხელოვნება, მინდა მეტი ვიცოდე ამ სფეროში, ვიმუშაო საკუთარ თავზე და საინტერესო ტატუ-არტისტი გავხდე. ასევე გავაგრძელებ ჩემი შინაგანი სამყაროს სახეზე გადმოტანას და ახალ ფეის არტებსაც შევქმნი.