ტურიზმი, როგორც ნარკოტიკი: რა ელის ტურიზმს საქართველოში

Sputnik-ბელარუსის მულტიმედიურ პრესცენტრში ჩატარდა ონლაინ-კონფერენცია თემაზე: „როგორ დააღწიოს თავი ტურიზმმა პანდემიის კრიზისს“. ერთ-ერთი სტუმარი იყო ეკატერინე ლომაძე, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ ტურიზმის პერსპექტივაზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ზაფხულისკენ ყველა საზღვარი გაიხსნება, ტურისტები კვლავ იმოგზაურებენ, მიუხედავად კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისისა. ასე ფიქრობს საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ეკატერინე ლომაძე.

ზარალი არა მხოლოდ საქართველოსთვის

პირველ რიგში ლომაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმმა იზარალა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ექსპერტის თქმით, ბოლო დროს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი იზრდებოდა, მაგრამ ახლა მაჩვენებლები განსხვავებული იქნება.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება

„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ბრუნდებოდნენ, აბინავებდნენ სასტუმროებში, რადგან ისინი საკარანტინო ზონებად გადაიქცა. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იხდის ამ ყველაფრის საფასურს, მაგრამ ეს არ არის ტურიზმი და მოგება, ეს უბრალოდ არის სახელმწიფოსგან მიღებული თანხა. ვფიქრობ, ზარალი სერიოზული იქნება საქართველოსთვისაც და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ეპიდემიისგან დაზარალდა. ტურიზმი, როგორც მოწინავე ხაზი, ყველაზე მეტად დაზარალდა, საქართველოში ხომ მასზე სერიოზული ფსონი იდებოდა“, - განაცხადა ლომაძემ.

ლომაძემ ეპიდემიოლოგების სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ ეპიდემიის პიკი მოსალოდნელია მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ვირუსის გავრცელება შესუსტდება. ზაფხულისკენ საზღვრების გახსნას დაიწყებენ. მნიშვნელოვანია ასევე პერიოდი, როდესაც ქვეყანაში დასრულდება საგანგებო მდგომარეობა და ყველა რეგიონი გაიხსნება. სასტუმროები შეძლებენ კრიზისიდან გამოსვლას და მომსახურების ადგილობრივი ტურისტებისთვის შეთავაზებას.

„ვფიქრობ, როდესაც ქვეყანა გაიხსნება, სასტუმროები უნდა შეეცადონ და თავიანთ მოქალაქეებს ხელმისაწვდომი ფასები შესთავაზონ. ჩემი აზრით, ეს ნელ-ნელა გამოიყვანს მათ რთული ვითარებიდან“, - აღნიშნა ლომაძემ.

ოპტიმისტური პროგნოზი

შემდეგ, ლომაძის სიტყვებით, საქართველო შეიძლება გახდეს მიმზიდველი ქვეყანა უცხოელებისთვის, რადგან ვირუსის ძლიერი აფეთქება ჩვენთან არ ყოფილა, საქართველო ევროპის ქვეყნებს მიიზიდავს სიიაფით, კრიზისი ხომ ყველას შეეხო. მაგრამ მიუხედავად მსოფლიოში დღეს არსებული რთული ვითარებისა, ეკატერინე ლომაძე ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მეტად საიმედო პროგნოზს აკეთებს.

„როგორც კი ევროპასა და ამერიკაში ყველაფერი მოგვარდება, თანდათანობით დაიწყებენ საზღვრების გახსნას. მაგრამ ავიაკომპანიებმა მოქალაქეებს ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა შესთავაზონ. ზაფხულისთვის ყველაფერი განახლდება, შემოდგომისთვის კი ყველანი კარგ დონეს მივაღწევთ“, - ამბობს ექსპერტი.

ტურიზმი, როგორც ნარკოტიკი: რა ელის ტურიზმს საქართველოში

უცხოელების მასპინძლობა თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა?

ეკატერინე ლომაძეს მიაჩნია, რომ თუ ადამიანებს მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ამას გააკეთებენ. მისი თქმით, ტურიზმი ნარკოტიკივითაა. ადამიანებს სჭირდებათ თავისუფლება, ახალი ემოციები და მოგზაურობა. თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოში უფრო მომგებიანი იქნება უცხოელი ტურისტების მასპინძლობა, ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობა.

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში

„ჩემი აზრით, საქართველოში უცხოური ტურიზმი უკეთ განვითარდება, ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი ფსონი დაიდო ტურიზმზე და, სამწუხაროდ, ამის გამო ახლა ეკონომიკა ზარალდება. ადამიანებს ამ მომენტში არა აქვთ ფინანსები. ბილეთების შეძენას და მოგზაურობას ისინი მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც ამ სიტუაციას დააღწევენ თავს“, - აღნიშნა ლომაძემ.

რაც შეეხება ვირტუალურ ტურიზმს, რომელიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, ლომაძე არ ფიქრობს, რომ ის მოგზაურობის ტრადიციულ მეთოდს ვერ გაუტოლდება.

„ეს არის ახალი პლატფორმა, ძალიან ბევრი ჩაება ამაში, დაიწყო თავისი ონლაინ გასეირნების გამოქვეყნება. მაგრამ რადგან სახელმწიფო ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ვფიქრობ, არასერიოზულია ახლა ერთ ქალაქში სიარული და სხვა ტურისტებისთვის ვირტუალური სამყაროს ჩვენება“, - განაცხადა მან.

ტურიზმი, როგორც ნარკოტიკი: რა ელის ტურიზმს საქართველოში

მეტიც, ლომაძის თქმით, ვირტუალურ ტურიზმს მას ჩვეულებრივი ურჩევნია, საკუთარი თვალით ნანახი სამყარო, შესწავლილი კულტურები, ადამიანებთან ურთიერთობა, ეს სულ სხვაა. თუმცა ვირტუალურ ტურიზმს შეიძლება მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი ვუწოდოთ.

„მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, ეს დრო იმისთვის მოგვეცა, რომ ვითარება გაგვეანალიზებინა, ადგილობრივ ბაზარზე აგვეღო ორიენტაცია, რათა ადამიანებმა ქვეყნის შიგნით რეგიონებში დაიწყონ მოგზაურობა, მეზობელ ქვეყნებს კი ხელმისაწვდომ ფასად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ“, - აღნიშნა ლომაძემ.