COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა  

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გუშინ 25 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, რომელთაგან COVID-19-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს

კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა,  მოზარდს  თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

„ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.

ინფიცირებული მოზარდის ოჯახის ორი წევრი, ასევე კორონავირუსის დიაგნოზით,  საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალ კორონავირუსზე კვლევები უტარდებათ იმ ექიმებსაც, რომლებიც კლინიკაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა>>

8  აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.