საზარელი ავარია მარჯვენა სანაპიროზე: დაღუპულია სამი ადამიანი

უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს BMW-ს და OPEL-ის მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
Sputnik

თბილისი,  8 აპრილი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს BMW-ს და Opel-ის მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.