ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ცაში: თვითმხილველი ვიდეოს ავრცელებს

კადრებზე ჩანს სამი მანათობელი წერტილი, რომლებიც სამკუთხედს ქმნიან. ამასთან, ჩანაწერი საკმაოდ ხანმოკლეა და მეცნიერებში ბევრ კითხვას ბადებს
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. უცნაური „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ ცაში ქალაქ ტომსკის (რუსეთი) მცხოვრება აღბეჭდა კამერაზე და სოციალური ქსელებით გაავრცელა.

კადრებზე ჩანს სამი მანათობელი წერტილი, რომლებიც სამკუთხედს ქმნიან. ამასთან, ჩანაწერი საკმაოდ ხანმოკლეა და მეცნიერებში ბევრ კითხვას ბადებს. 

ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიისა და კოსმოსური გეოდეზიის ფაკულტეტის დოცენტი ტატიანა გალუშინა არ გამორიცხავს, რომ ეს უბრალოდ მონტაჟი იყოს.

„შესაძლოა ეს მონტაჟი იყოს, ან რაიმე სხვა ობიექტები, რომლებსაც მზე ირეკლავს — მაგალითად, კვადროკოპტერი“, — განმარტავს ის და ამბობს, რომ ამ ვიდეოს შესწავლა ან რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია.

გალუშინას მიაჩნია, რომ პანდემიის გამო შინ მჯდომი ადამიანები ათასგვარად ირთობენ თავს და შესაძლოა, ესეც ამის მაგალითი იყოს.