COVID-19 - ბოლო ცნობები

ნებაყოფლობითა და ფსევდონიმით: COVID-19-თან ბრძოლაში ფიტნეს-სამაჯურებს გამოიყენებენ

ვირუსის სიმპტომებს შორის, რომლის ამოცნობაც პროგრამას შეუძლია, მითითებულია გახშირებული პულსი, აქტივობის დროისა და ძილის დარღვევა. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროგრამაში შესვლა, საკუთარი მონაცემების წაშლა ან შეცვლა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გერმანიის მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამასთან სმარტფონების, „ჭკვიანი საათების“ ან ფიტნეს-სამაჯურების საშუალებით დააკავშირებენ, რათა რობერტ კოხის ინსტიტუტის მედიკოსებმა კორონავირუსის გავრცელების მონაცემები გააკონტროლონ, განაცხადა ინსტიტუტმა.  

დანართი სმარტფონებისთვის: ევროპა COVID-19-ის ვირუსმატარებლების თვალთვალს იწყებს

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პროგრამასთან კავშირი „ნებაყოფლობით და ფსევდონიმით“ ხდება. პერსონალური მონაცემები, რომლებიც ინსტიტუტის მიერ შექმნილ სისტემაში შევა, შეიცავს ინფორმაციას სქესის, ასაკის, წონისა და სიმაღლის, ფიზიკური აქტივობის, პულსისა და სხეულის ტემპერატურის, აგრეთვე საფოსტო კოდის შესახებ.

ვირუსის სიმპტომებს შორის, რომლის ამოცნობაც პროგრამას შეუძლია, მითითებულია გახშირებული პულსი, აქტივობის დროისა და ძილის დარღვევა. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროგრამაში შესვლა, საკუთარი მონაცემების წაშლა ან შეცვლა. პროგრამა რობერტ კოხის ინსტიტუტმა და კომპანია Thryve-მ (mHealth Pioneers GmbH) შეიმუშავეს.

„ეს ინფორმაცია უნდა დაეხმაროს მეცნიერებს კორონავირუსის გავრცელების უკეთ გაგებაში... მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის“, — ნათქვამია ინსტიტუტის საიტზე. 

იქვე ხაზგასმულია, რომ პროგრამა არ ცვლის კორონავირუსის ტესტს, მომხმარებელი ასევე არ იქნება ინფორმირებული შესაძლო დაავადებების შესახებ.

კორონავირუსი ხმით გამოვლინდება – ამუშავდა დანართი COVID-19 Sounds>>

მომხმარებლების მონაცემები დამუშავდება ინფექციის გავრცელების ინტერაქტიული რუკის მოსამზადებლად. რუკა ონლაინ რეჟიმში ინსტიტუტის საიტზე განთავსდება.