მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს

მაშველებმა გამოიძახეს ვეტერინარიც, როცა ნახეს, რომ წყლიდან ამოყვანილ ცხოველს სხეულის რამდენიმე ადგილზე დაზიანება აღენიშნებოდა.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ცაგერში მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილი შველი ამოიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს

ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა, მოქალაქეებმა შენიშნეს და მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა. მათვე გამოიძახეს ადგილზე ვეტერინარიც, როცა ნახეს, რომ შველს სხეულის რამდენიმე ადგილზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს

სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც მივიდნენ.

ამჟამად შველი უსაფრთხოდ არის და მას არაფერი ემუქრება.