თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კორონავირუს COVID-2019-ით ინფიცირებიდან მერვე და მეცხრე დღეები ყველაზე მძიმეა, უამბო ჟურნალისტებს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
კორონავირუსისგან სახლში განკურნებაში ადამიანებს ოჯახის ექიმები დაეხმარებიან >>
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
„გუშინ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის, რომელსაც ემთხვეოდა დაავადების მე-8 მე-9 დღე და ეს წარმოადგენს ამ დაავადების ყველაზე მძიმე პერიოდს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. შენარჩუნებულია ოქსიგენაციის პარამეტრები და თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, ყველა ექიმს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დასჭირდება ამ ბიჭს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 195–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370.