COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის გამო გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა

კორპუსში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მთლიანად კარანტინშია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეზობლების ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

კორონავირუსი 35 წლის მამაკაცსა და მის მშობლებს დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ვირუსის სიმპტომები ოთხი დღის წინ გამოუვლინდა. ასევე ელოდებიან მამაკაცის მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების ანალიზის პასუხებსაც.  

მეზობლების ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

ტერიტორია ამჟამად მკაცრად კონტროლდება. შენობაში 25 ოჯახი ცხოვრობს და ისინი შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ელოდებიან.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები>>

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.